"ილიას ჩვენს მიმართ გარკვეული სახის სიძულვილი აქვს" - ისლამ მახაჩევი
ისლამ მახაჩევმა ილია თოფურიას მიერ გაკეთებულ კომენტარებზე ისაუბრა. როგორ ჩანს დაღესტნელი "მატადორის" სიტყვებით დიდად კმაყოფილი არ არის. მახაჩევი იმედოვნებს, რომ უთანხმოებას ოქტაგონზე გაარკვევენ.
არ ვიცი, ჩვენ ამას ვგრძნობთ. მას ჩვენს მიმართ გარკვეული სახის სიძულვილი აქვს. ვფიქრობ, ჩვენ ამას მოვაგვარებთ. თუნდაც ბრძოლამდე ან იქნებ მომავალში. ახლა პატარა შესვენებაზეა გასული და ალბათ მომავალში ოქტაგონზე გავარკვევთ ყველაფერს. რაღაცით უკმაყოფილოა და საჭიროა გავარკვიოთ რა არ მოსწონს. - განაცხადა ისლამ მახაჩევმა
Islam Makhachev isn't a fan of Ilia Topuria's trash talk 😬
— Championship Rounds (@ChampRDS) December 27, 2025
"He has some kind of hatred towards us. But I think we'll sort it out. Either before the fight somehow, or maybe in the future... He's unhappy about something. We need to figure out what it is." 😳
(via Ushatayka) pic.twitter.com/4FIZD9nLDn
შეგახსენებთ, რომ ილიას მსუბუქ წონაში გადასვლის შემდეგ, მახაჩევმა დივიზიონის ქამარი დათმო და 77 კილოგრამში გადაინაცვლა. ახლა მსუბუქი წონის ჩემპიონი ილიაა, მახაჩევი კი ქვესასუალო წონას ლიდერობს. გულშემატკივრებს ერთი სული აქვთ როდის შედგება ისლამისა და ილიას სუპერბრძოლა.