ვილი ვებერი: "სამწუხაროდ, იმედი აღარ მაქვს, რომ შუმახერს ოდესმე კიდევ ვნახავ..."
11 თვის წინ
სხვა
1 წთ
მიხაელ შუმახერის მთავარმა მწვრთნელმა - ვილი ვებერმა, ლეგენდარული გერმანელის ჯანმრთელობაზე, წარსულისა და შუმახერთან გატარებულ უბედნიერეს წლებზე ისაუბრა.
ის, რაც ვებერს ყველაზე მეტად აწუხებს, არის ის, რომ მას შუმახერი უმძიმესი ტრაგედიისა და ტრავმის შემდეგ, არ უნახავს, რასაც ყველაზე მეტად განიცდის.
„ახლა, როდესაც მაიკლზე ვფიქრობ, სამწუხაროდ, აღარ მაქვს იმედი, რომ მას ოდესმე ვნახავ. არანაირი სიახლე, არც დადებითი და არც უარყოფითი, ათი წლის შემდეგ არ არის.
ძალიან ვნანობ და საკუთარ თავს ვადანაშაულებ, რომ მიხაელს მძიმე ტრავმის შემდეგ, საავადმყოფოში არ მივაკითხე, თუმცა, ეს მისი ოჯახის მოთხოვნა იყო. როდესაც მისი შემთხვევის შესახებ გავიგე, ძაღლივით ვგლოვობდი მას.
ეს წარმოუდგენლად მძიმედ ფაქტია ჩემთვის. მაგრამ რაღაც მომენტში დადგა ის დრო, როდესაც მე მომიწია მიხაილის გათავისუფლება და მისი დავიწყება, რასაც დღემდე ვერ ვეგუები.
სამი-ოთხი წლის შემდეგაც კი, ადამიანები, ვინც მიცნობდნენ, მეკითხებოდნენ: „შენ შუმახერის ყოფილი მწვრთნელი ხარ და გეცოდინება, როგორ არის მიხაილი? ” შემდეგ შევწყვიტე ახსნის მცდელობა და გავიფიქრე: "რატომ არავინ მეკითხება, როგორ ვარ მე?"
ის, რაც ყველაზე მეტად მწყინს, არის ის ფაქტი, რომ შუმახერი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო და შემიძლია დავადასტურო. თუმცა, ვერაფრით ვხვდები, რატომ არის მისი ოჯახი უარზე, რომ მე ის უბრალოდ მოვინახულო. ეს ჩემთვის დიდი ტკივილია.
ასჯერ ვცადე კორინასთან (შუმახერის მეუღლე) დაკავშირება და მან არ მიპასუხა. შემდეგ დავურეკე ჟან ტოდს (F1-ში ფერარის ყოფილი დირექტორი), რომ მეკითხა, უნდა წავსულიყავი თუ არა საავადმყოფოში და მომენახულებინა თუ არა შუმახერი, თუმცა მან მიპასუხა, რომ ოჯახს არ სურდა ჩემი იქ მისვლა...
ასეთ საქციელს არ ველოდი და ახლაც გაბრაზებული ვარ ამაზე. თავიდან მესმოდა სიტუაციის, რადგან ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი მიხაილის პირადი ცხოვრების დასაცავად. მაგრამ მას შემდეგ, როგორც ჩანს, მათგან მხოლოდ ტყუილი გვესმის.
ტრაგიკული შემთხვევიდან წლების შემდეგ, საკუთარ თავს ვუთხარი, რომ მხოლოდ საკუთარ ოჯახზე მეფიქრა, რადგან რაღაცის შეცვლა მსურდა. თუმცა, მისი დავიწყება ჩემთვის შეუძლებელია, ის ბავშვობიდან ჩემი შვილივით იყო და ამ წამამდე ძალიან მტკივა მისი ამბავი..." - ვილი ვებერი
შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს შუმახერის ტრაგიკული შემთხვევიდან ზუსტად 10 წელი შესრულდება. 2013 წლის 29 დეკემბერს, 7-გზის მსოფლიო ჩემპიონმა, საფრანგეთის კურორტ მერიბელში თხილამურებით სრიალის დროს თავის სერიოზული ტრავმა მიიღო, მას შემდეგ კი, მისი ოჯახის გარდა, არავინ იცის იმის შესახებ, თუ როგორია ლეგენდარული მრბოლელის ჯანმრთელობის მდგომარეობა.