იაპონიის გრან პრი მაქს ფერსტაპენმა მოიგო
2025 წლის სეზონში მაქს ფერსტაპენმა პირველი გრან პრი მოიგო. იაპონიაში, ლეგენდარულ 'სუზუკას' ტრასაზე ნიდერლანდელმა შანსი არ დაუტოვა უკეთეს ბოლიდებში მსხდომ ლანდო ნორისსა და ოსკარ პიასტრის.
ეს რბოლა შესანიშნავად გამოხატავს წინა სეზონის შედეგებს, კონსტრუქტორთა დავაში გამარჯვებული 'მაკლარენი' მეორე და მესამე ადგილებზე, ხოლო ჩემპიონი პილოტის ნიჭიერება პირველზე. აღსანიშნავია, რომ საოცრების მოხდენა მაქსმა ჯერ კიდევ კვალიფიკაციიდან დაიწყო, როცა სუზუკას ტრასაზე 1 წრე ყველაზე სწრაფად გაიარა ისტორიაში და ამით პოულ პოზიცია მოიპოვა - რბოლაში 53 წრე ისე იარა, რომ პირველი ადგილი არ დაუკარგავს.
1 მომენტში, როცა პიტსტოპმა მაქსი ცოტათი შეანელა, მას გამოსასვლელიდან ლანდო დაეწია და თითქმის გვერდიგვერდ მოუწიათ ტრასაზე გამოსვლა, მაგრამ მაქსმა სწრაფი აჩქარებით არაფერი დათმო, მაკლარენის პილოტს კი ბალახზე მოუწია გადასვლა, ნორისმა რბოლის დასრულების შემდეგ იხუმრა, რომ მაქსი უკანასკნელი ადამიანია დედამიწაზე, რომელიც იმ მომენტში რაიმე დათმობაზე წავიდოდა.
🚨 | Lando Norris follows Max Verstappen into the pits.
— Barstool_F1 (@Barstool___F1) April 6, 2025
McLaren can’t beat Red Bull on track, so they tried in the pits…#Verstappen keeps the lead, and #Norris ends up mowing the lawn. #JapanGP pic.twitter.com/o9bmgwJX8e
კარგად გამოჩნდა განსხვავება პილოტებს შორის, მაგალითად, იუკი ცუნოდა, რომელიც რედ ბულს ახლა შეუერთდა მხოლოდ მე-12 ადგილს დასჯერდა. კონსტრუქტორთა შორის ფავორიტად ისევ მაკლარენი დარჩება, რადგან ისინი მიმდინარე სეზონის სამივე რბოლაში იდგნენ პოდიუმზე - ავსტრალიაში ნორისმა გაიმარჯვა, ჩინეთში პიასტრიმ მოიგო და ლანდო მეორე იყო, იაპონიაში კი ლანდო და ოსკარი მეორე/მესამეზე გავიდნენ.