Belive

ბაქოში რბოლა ჯორჯ რასელმა მოიგო

9 საათის წინ სხვა
1 წთ

2026 წლის აზერბაიჯანის გრან პრი მერსედეის ბრიტანელი პილოტის, ჯორჯ რასელის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილზე მაქს ფერსტაპენი გავიდა, ხოლო საპატიო პოდიუმი ისაკ ჰაჯარმა შეავსო.

რასელმა ბაქოს ქალაქის ტრასაზე მოპოვებული პოულ პოზიცია დამაჯერებლად აქცია ტრიუმფად - მან უმძიმესი და დაძაბული ფინალური სეგმენტის შემდეგ, ფინიშის ხაზი ფერსტაპენზე სულ რაღაც 0.196 წამით ადრე გადაკვეთა. ეს გამარჯვება რასელს ჰაერივით სჭირდებოდა, მას საშუალება მიეცა, საჩემპიონო რბოლაში, თანაგუნდელ კიმი ანტონელისთან არსებული სოლიდური ჩამორჩენა საგრძნობლად შეემცირებინა.

ანტონელი ბაქოში თანაგუნდელთან 81-ქულიანი უპირატესობით ჩავიდა, თუმცა რასელის გამარჯვებამ და თავად ანტონელის მეხუთე ადგილმა, ეს სხვაობა შეამცირა (რასელს 25 ქულა, ანტონელის - 10. ახლა სხვაობა 66 ქულაა). რასელმა ამ სეზონზე მესამე გამარჯვება მოიპოვა, მისი იტალიელი თანაგუნდელი კი პირველ ადგილზე 8-ჯერ გავიდა.