Belive

"ვიჩხუბებ მაშინ, როცა მე მოვისურვებ" - ჯასტინ გეიჯი

1 დღის წინ სხვა
1 წთ

თეთრი სახლის ბრძოლის შემდეგ, თითქმის ნახევარი წელი გავიდა და ჩემპიონი ჯასტინ გეიჯის შესახებ კვლავ არაფერი ვიცით. გეიჯი ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული როდის, სად და ვისთან იბრძოლებს. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ჩემპიონი პენსიაზე გასვლას აპირებს, მაგრამ ნათლად არც ამაზე საუბრობს.

როცა მზად ვიქნები, ნებისმიერ დამსახურებულ კანდიდატს შევებრძოლები. მე მინდა საუკეთესოების წინააღმდეგ გამოვიდე. ვის შევხვდები და როდის შევხვდები მთლიანად ჩემზეა დამოკიდებული. გადაწყვეტილებასაც მაშინ მივიღებ, როცა მე მინდა. - ამბობს ჯასტინ გეიჯი

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონის ქამარი გეიჯიმ ილია თოფურიას დამარცხებით მოიგო. "მატადორმა" იმ ჩხუბში მძიმე დაზიანებები მიიღო და ბოლომდე ასპარეზობა ვერ შეძლო. თოფურია სრულად ჯერ კიდევ არ გამოჯანმრთელებულა და როგორც თავად ამბობს, სრული დატვირთვით ვარჯიშზე იანვრის შემდეგ გადავა.

სხვა სტატიები