Belive

"უსმანი მერაბზე გაბრაზებული არაა, ის დაუწერელ კოდექსს მიჰყვებოდა" - ჩელ სონენი

2 საათის წინ სხვა
1 წთ

საკუთარ YouTube არხზე საუბრისას ჩელ სონენმა განაცხადა, რომ უსმანი-მერაბის დაპირისპირებაში ერთადერთი დადებითი ფიგურა საბა ლაზიშვილია, რომელმაც მეგობრის დასაცავად უკან არ დაიხია. სონენმა ისიც აღნიშნა, რომ მომხდარი არა პირად სიძულვილს, არამედ მებრძოლებისთვის დამახასიათებელ დაუწერელ კოდექსს უკავშირდება.

ეს ყველაფერი კოდექსს ეხება. უსმანი მერაბზე გაბრაზებული არ არის და არც არასდროს ყოფილა. უბრალოდ, იმ კოდექსის მიხედვით, რომლითაც ის ცხოვრობს, ჩათვალა, რომ ასე მოქცევა აუცილებელი იყო. საბასაც იგივე კოდექსი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ საბა იქ მყოფთაგან შესაძლოა ფიზიკურად ყველაზე პატარა და ასაკითაც ყველაზე უმცროსი იყო, ის მაინც თავისი მეგობრის გვერდით იდგა. ის მისი კუთხის წევრია და ზურგს უმაგრებს. ამ ისტორიაში მხოლოდ უარყოფითი პერსონაჟები არიან. შესაძლოა, გმირი საერთოდაც არ არსებობდეს, მაგრამ თუ ამ ამბავში ვინმეს გმირი ჰქვია, მისი სახელი საბაა. - ამბობს სონენი

სხვა სტატიები