Belive

"ვფიქრობდი, რომ ეს ისტორია თქვენთვის უნდა გამეზიარებინა" - ბრეტ ოკამოტო

2 დღის წინ სხვა
1 წთ

საქართველოს UFC-ში მეორე ჩემპიონი ჰყავს და ეს მერაბ დვალიშვილია. ქართველმა "მანქანამ" სუპერმსუბუქი წონის ტიტული შონ ო'მალის წაართვა. 5-რაუნდიანი დაპირისპირება მერაბის დომინაციით მიმდინარეობდა და ლოგიკური შედეგიც დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ დვალიშვილს ო'მალისთან შეხვედრა 2018 წლიდან სურდა. ამ დროის განმავლობაში მერაბმა "შუგა" არაერთხელ გამოიწვია. ჩემპიონი ქართველთან ბრძოლაზე უარს ამბობდა და მეტიც, მის მიმართ შეურაცხმყოფელ რეპლიკებსაც ისროდა. ო'მალიმ ერთხელ ქართველების შეურაცხმყოფელი პოსტიც გამოაქვეყნა.

ამ პერიოდის განმავლობაში ო'მალი ჩვენთვის საკმაოდ ცუდ პიროვნებად ჩამოყალიბდა. თუმცა, ეს ბუნებრივიც არის, რადგან მებრძოლები ერთმანეთის წყობიდან გამოსაყვანად ყველაფერს აკეთებენ. ESPN-ის ჟურნალისტმა ბრეტ ოკამოტომ საინტერესო ისტორია გაიხსენა, რომელმაც შესაძლოა ო'მალიზე თქვენი წარმოდგენა შეცვალოს.

მინდა შონ ო'მალის შესახებ პატარა ისტორია გაგიზიაროთ, რომელიც არსად დამიწერია და არც ვიდეო გადამიღია. თუმცა, ამის გაკეთება გვინდოდა. როცა არიზონაში მის სანახავად ჩავედი, ავტოფარეხში Reebok-ის ფეხსაცმელების ყუთებით სავსე თარო შევამჩნიე. ყველა ბავშვის ზომა იყო. შონს ვკითხე თუ რაში სჭირდებოდა ამდენი ბავშვის ფეხსაცმელი. მან მითხრა, როცა Reebok-თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ $10, 000 მისცეს, რომელიც შეეძლო საკუთარი სურვილის მიხედვით დაეხარჯა. შონმა მთელი თანხა ბავშვების ფეხსაცმელებში დახარჯა და ნელ-ნელა იმ ბავშვებს ურიგებდა, რომელთაც სჭირდებოდათ. ო'მალი ამას წლების განმავლობაში აკეთებდა. - ბრეტ ოკამოტო

შეგახსენებთ, რომ შონ ო'მალიმ ჩემპიონის ქამარი ალჯამაინ სტერლინგის დამარცხებით მოიპოვა. იამაიკელი მებრძოლი მერაბის ახლო მეგობარია და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დვალიშვილმა მეგობრისთვის რევანში აიღო.

სხვა სტატიები