"როცა შევხვდებით გაკვეთილებზე მაშინ ვისაუბროთ" - ქუთათელაძის პასუხი შარას
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში შარა მაგომედოვის ინტერვიუ გავრცელდა, სადაც მერაბ დვალიშვილის კომენტარს გამოეხმაურა. დაღესტნელი მებრძოლის თქმით, საქართველო რუსეთის მადლიერი უნდა იყოს, რომ დაღესტნის დაპყრობისგან გადაარჩინა.
მაგომედოვის ამ სიტყვებს გამოეხმაურა გურამ ქუთათელაძე, რომელმაც შარას პირისპირ საუბრისკენ მოუწოდა.
შენ სპორტსმენი ხარ და საქართველოში ომზე საუბარს თავი დაანებე. მორჩი კამერის წინ საუბარს. როცა შევხვდებით მაშინ ვისაუბროთ ისტორიის, გეოგრაფიის, რუსული ენის და ცხოვრების გაკვეთილებზე. - ასე უპასუხა ქუთათელაძემ შარას