Belive

"როცა პირადად შემხვდები არ გაიქცე" - უმარმა მერაბ დვალიშვილს უპასუხა

2 დღის წინ სხვა
2 წთ

შაბათს UFC-ის ღონისძიებას ჩინეთმა უმასპინძლა. მაკაუში გამართული ჩხუბები საკმაოდ საინტერესო გამოდგა, თუმცა, ჩვენთვის ყველაზე საყურადღებო იანისა და ფიგერედოს დაპირისპირება იყო.

საღამოს მთავარ ბრძოლაში იანმა დამაჯერებლად გაიმარჯვა და ჩემპიონის ქამარზე კიდევ ერთხელ ბრძოლისთვის სერიოზული განაცხადი გააკეთა. ჩხუბის დასრულების შემდეგ, რუსმა მერაბი გამოიწვია, რაზეც დვალიშვილი დათანხმდა.

ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი უმარ ნურმაგომედოვმა უყურადღებოდ არ დატოვა. დაღესტნელი მებრძოლი დიდი ხანი ამბობდა, რომ მერაბი მას გაურბოდა და ახლა სოციალური ქსელის საშუალებით ლაჩარიც უწოდა. დვალიშვილმა კი ასე უპასუხა - "ეს ენერგია შეინარჩუნე და როცა პირადად შეგხვდები, ვნახოთ რა მოხდება."

რამდენიმე საათის წინ უმარმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა.

ჩემთან პირად კონფლიქტში შენს ქვეყანას ან ხალხს ნუ ჩარევ. როცა პირადად შემხვდები, არ გაიქცე. - წერს უმარი საკუთარ X-ის გვერდზე

შეგახსენებთ, რომ აბუ დაბიში კორი სენდჰეგენის დამარცხების შემდეგ, დანა უაითმა უმარი მერაბის მომავალ მოწინააღმდეგედ დაასახელა. ვინაიდან, ნურმაგომედოვისთვის კორი პირველი TOP მებრძოლებიდან მოწინააღმდეგე იყო, ბევრი თვლის რომ მას საჩემპიონო ბრძოლა არ ეკუთვნის. მერაბი ამის შესახებ დიდი ხანია საუბრობს და მის ყველაზე დამსახურებულ მეტოქედ ფიგერედოს მიიჩნევდა. რადგანაც, ბრაზილიელი იანთან პირწმინდად დამარცხდა და დვალიშვილი პიოტრთან რემატჩზე თანახმაა. აღსანიშნავია, რომ თავად იანმაც ურჩია უმარს დივიზიონში კიდევ რამდენიმე ბიჭი დაემარცხებინა და საკუთარი პოზიცია უფრო გაემყარებინა.

შეგახსენებთ, რომ სუპერმსუბუქ წონაში ქამრის მფლობელი მერაბ დვალიშვლია. პირველ პოზიციაზე ო'მალია, მეორე უმარი, მესამე ადგილს კი პიოტრ იანი იკავებს.

სხვა სტატიები