Belive

"ვფიქრობ, უკვე აშკარად გვაქვს შემდეგი ბრძოლა, ეს იქნება მაქს ჰოლოუეი" - ილია თოფურია

2 კვირის წინ სხვა
1 წთ

მაქს ჰოლოუეიმ UFC 300-ზე ჯასტინ გეიჯი დაამარცხა, ბრძოლის შემდეგ მან ილია თოფურია გამოიწვია. ელ მატადორტმა კი პასუხი მალე დაუბრუნა და იმედოვნებს, რომ მაქსი მისი მომდევნო მეტოქე იქნება და ბრძოლაც მალე ჩაინიშნება.

ვფიქრობ, უკვე აშკარად გვაქვს შემდეგი ბრძოლა, ეს იქნება მაქს ჰოლოუეი. დღეს მისი ღამეა, მან უნდა ისიამოვნოს, მაგრამ მოგვიანებით მოუწევს მომზადება შემდეგი ბრძოლისთვის. არ ვიცი ამ შეხვედრის მერე მას რა ზიანი აქვს, მაგრამ იმედია ცოტაა, ვიმედოვნებ რომ მალე გამოჯანმრთელდება და მალე ვიჩხუბებთ. - ილია თოფურია

მაქს ჰოლოუეისთას საფრთხის შესახებ:

სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებული ვერაფერი დავინახე. საბოლოო ჯამში, მას დარტყმების გაცვლა აქვს ყოველგვარი სტრატეგიის გარეშე, უბრალოდ უშვებს დარტყმებს ყოველგვარი დაცვის გარეშე, ხელები ქვემოთ აქვს და ეს შეიძლება აქ მომხდარიყო, მაგრამ ეს ჩემთან არ მოხდება, რადგან მე ვარ ადამიანი, რომელიც ოქტაგონზე ფიქრობს. - ილია თოფურია

სხვა სტატიები