"სიზმარშიც კი არ შეუძლია ხამზატის დახრჩობა" - ხამზატ ჩიმაევი
3 დღის წინ
სხვა
1 წთ
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ილია თოფურია ჭიდაობს. ვიდეო საკმაოდ ძველია, რადგან Climent Club-ში არის გადაღებული. პიროვნება, რომელსაც თოფურია ეჭიდავება გარეგნულად ხამზატ ჩიმაევს ჰგავს (გადაპარსული თავი და დიდი წვერი).
სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ ეს ილიასა და ხამზატის სპარინგი იყო. აღსანიშნავია, რომ თოფურიას მეტოქეს ახრჩობს და სწორედ ამ ვიდეოს ქვემოთ ხამზატმა კომენტარი დატოვა.
ვიღაც ვინც ხამზატის ნახევარი წონისა და სიმაღლისაა, საკუთარ სიზმარშიც კი, არ შეუძლია რომ ხამზატი დაახრჩოს. - წერს ჩიმაევი
Khamzat Chimaev left a comment under an Ilia Topuria edit suggesting that Ilia submitted Khamzat:
— Championship Rounds (@ChampRDS) January 22, 2026
"Even in his dreams, someone who's half Khamzat's height and half his weight couldn't choke Khamzat 😂😂😂" pic.twitter.com/fhzmJGOInz
შეგახსენებთ, რომ ხამზატ ჩიმაევი და ილია თოფურია ერთად გურამ ქუთათელაძის კუთხეშიც ყოფილან.