Belive

საშობაო ივენთზე ილიასა და გეიჯის ბრძოლას ვარაუდობენ

3 თვის წინ სხვა
1 წთ

მიუხედავად იმისა, რომ დანა უაითის ან UFC-ის ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ელ მატადორი“ UFC-ის მსუბუქი წონის ტიტულის დაცვისთვის ჯასტინ გეიჯისთან იჩხუბებს.

2025 წლის ბოლო pay-per-view ღონისძიება UFC 323 იქნება, ხოლო T-Mobile Arena, ლას ვეგასში, ნევადაში, როგორც საშობაო გრანდიოზული შეხვედრის ადგილი, უკვე დადასტურებულია. ეს მოხდება 13 დეკემბერს და ძნელად წარმოსადგენია, ასეთ შოუს, ილია თოფურია დააკლდეს.

თოფურიას, როგორც UFC-ის ორი დივიზიონის ჩემპიონის, იდეალური 17-0 შედეგი აქვს და ის ცდილობს, კიდევ უფრო გააუმჯობესოს თავისი შთამბეჭდავი რეზიუმე. მატადორმა ბოლოს UFC 317-ზე, პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა დიდების დარბაზის წევრობის კანდიდატი ჩარლზ ოლივეირა და მსუბუქი წონის მეფე გახდა. UFC-ში ცხრა ბრძოლის განმავლობაში, ქართველი ფენომენი დაუმარცხებელია.

გეიჯიმ ბოლოს უარი თქვა პედი პიმბლეტთან ბრძოლაზე და შანსი მოითხოვა (UFC-ის მსუბუქი წონის ტიტულისთვის). წყაროების ცნობით, დანა უაითი მას ამ შანსს სწორედ საშობაოდ, ილიას წინააღმდეგ მისცემს.

სხვა სტატიები