Belive

"ვფიქრობ, რომ ის ვერც კი შემეხება" - დვალიშვილი ო'მალისთან ბრძოლაზე

3 თვის წინ სხვა
1 წთ

შონ ო'მალისა და მერაბ დვალიშვილის ბრძოლამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. "მანქანას" შანსი აქვს, რომ სუპერმსუბუქი წონის ქამარი მოიგოს და მეორე ქართველი ჩემპიონი გახდეს.

დვალიშვილმა ალექს ვოლკანოვსკისთან საუბრისას განაცხადა, რომ თუ ო'მალის გამარჯვება სურს ამას მხოლოდ ნოკაუტით მოახერხებს.

ოქტაგონზე გავალ და უბრალოდ მერაბ დვალიშვილი ვიქნები. ო'მალიზე მეტად საკუთარ თავზე ვარ კონცენტრირებული. ამ ბრძოლის მოსაგებად შონს ჩემი დანოკაუტება დასჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი ზეწოლით, კარდიოთი და დარტყმებით უბრალოდ გავტეხავ. ვფიქრობ, რომ ის ვერც კი შემეხება. მარლონმა და ჰენრიმ ოდნავ შემაყანყალეს მაგრამ, ეს ყოველთვის ხდება. მითხარით ერთი მებრძოლი, რომელიც ერთ დარტყმაზე არ გამოუჭერიათ. მთავარი ის არის ასეთი სიტუაციიდან როგორ დაბრუნდები. - განაცხადა მერაბმა ვოლკთან ინტერვიუსას

შეგახსენებთ, რომ ო'მალისა და მერაბის ბრძოლა ლას ვეგასში, UFC NOCHE-ზე გაიმართება. სატიტულო დაპირისპირება 15 სექტემბერს გამთენიისას შედგება.

სხვა სტატიები