Belive

მერაბ დვალიშვილი: "უმარი დაღესტნელია და რუსეთის სახელით გამოდის"

4 დღის წინ სხვა
1 წთ

სულ რაღაც 2 დღე რჩება იქამდე, სანამ UFC-ს ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი, საჩემპიონო ქამარს პირველად დაიცავს. ბრძოლა კალიფორნიაში, ლოს ანჯელესში, 19 იანვრის 7 საათიდან დაიწყება - UFC 311-ზე დვალიშვილის მოწინააღმდეგე რუსეთის სახელით მოასპარეზე უმარ ნურმაგომედოვი იქნება. ორივე მებრძოლი უკვე ლოს ანჯელესშია და ფიზიკურ დაპირისპირებამდე ერთმანეთთან სიტყვებიც გაცვალეს.

მე უფრო მეტად ვარ ქართველი და კაცი, ვიდრე მერაბი. მეტად მისაბაძი ადამიანი ვარ, ვიდრე ის არის - განაცხადა უმარ ნურმაგომედოვმა
უმარი არაფერს წარმოადგენს. ის ვერ წარმოადგენს დაღესტანს. ის არაა ქართველი ან რუსი - მას არ შეუძლია რამე წარმოადგინოს. კაცი დაღესტნიდანაა და რუსეთის სახელით გამოდის - უპასუხა მერაბმა უმარს

უმარსა და მერაბს, მთელი ჩხუბისწინა პერიოდის განმავლობაში, "თრეშთოქი" აქვთ გაჩაღებული. დვალიშვილი ხშირად ადანაშაულებდა ნურმაგომედოვს და მის გუნდს, რომ ისინი ქართველი მებრძოლის მიმართ პატივისციმას არ იჩენენ. ისიც არავისთვისაა უცხო, რომ პრომოუშენის მენეჯერის, დანა უაითის სიმპათიები დაღესტნელი მებრძოლების, კერძოდ კი ხაბიბ ნურმაგომედოვის გარემოცვისკენაა გადახრილი და უმარს საჩემპიონო ჩხუბი დამსახურებულზე ადრე ჩაუნიშნა.

სხვა სტატიები