"ვფიქრობ, მერაბი ჩემი ჭიდაობის დატესტვას ვერ მოასწრებს" - შონ ო'მალი
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
UFC-ში მეორე ქართულ საჩემპიონო ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება. მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, მერაბ დვალიშვილმა მიზანს მიაღწია და ქამრისთვის იბრძოლებს. მეტოქე შონ ო'მალია, რომელთან შერკინებასაც დიდი ხანია ითხოვს.
მებრძოლებს ერთმანეთის მიმართ არც თუ ისე თბილი დამოკიდებულება აქვთ. ორივე მათგანი ამბობს, რომ მოწინააღმდეგის გათიშვას აპირებს. ამჯერად, ო'მალიმ განაცხადა, რომ მერაბს მისი საფირმო ჭიდაობის გამოყენების საშუალებას არ მისცემს. ამერიკელის გათვლით, დვალიშვილს იქამდე გათიშავს, სანამ "მანქანა" ჭიდაობას დაიწყებს.
არ ვფიქრობ, რომ ის ჩემს ჭიდაობას გატესტავს. უბრალოდ ამის შესაძლებლობა არ ექნება. ვინც ჩემი ჭიდაობის ოდნავ დატესტვა მაინც შეძლო ეს "ალჯოა". გალიასთან ორჯერ მიმიყვანა მაგრამ, მიწაზე ერთხელაც ვერ გადამიყვანა. "ალჯოსთან" გამარჯვება კარგი იყო იმისთვის, რომ ჭიდაობასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხი გამეცა. "ჩიტოს" ჩემი ძირს გადაყვანა არც კი უცდია. ვფიქრობ, რომ ვერც მერაბი შეძლებს ჩემი ჭიდაობის დატესტვას. ღრმად მწამს, რომ ბრძოლის დაწყებიდან ძალიან მალე თვალებში შუქს ჩავუქრობ. - განაცხადა შონ ო'მალიმ ESPN-თან საუბრისას
შეგახსენებთ, რომ მერაბისა და შონის დაპირისპირება UFC 306-ზე შედგება. ისტორიაში პირველად ბრძოლებს Sphere უმასპინძლებს. აღნიშნული ჩხუბი 15 სექტემბერს, გამთენიისას გაიმართება.