Belive

"რამდენიმე გამაყუჩებელი დავლიე მაგრამ, შედეგი არ გამოიღო" - ცარუკიანი ზურგის ტრავმაზე

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, UFC 311-ზე ისლამ მახაჩევს არმან ცარუკიანი უნდა შეხვედროდა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ ოფიციალურ აწონვებამდე რამდენიმე საათით ადრე, ინფორმაცია არ გავრცელდა რომ ცარუკიანი ბრძოლას ჩაეხსნა. ამის ოფიციალურ მიზეზად წონის კლებისას მიღებული ზურგი ტრავმა დასახელდა. სომეხმა მებრძოლმა ამის შესახებ არიელ ელვანისთან ისაუბრა.

ოთხშაბათს, როცა დასაძინებლად წავედი ზურგზე რაღაცას ვგრძნობდი. მთელი ღამე ვერ დავიძინე და ვხვდებოდი, რომ რაღაც ხდებოდა. რამდენიმე გამაყუჩებელი დავლიე მაგრამ, შედეგი არ გამოიღო. მომდევნო დღეს თითქოს ყველაფერი კარგად იყო. პრესკონფერენციის შემდეგ წონის კლება დავიწყე და როცა ველოსიპედზე ვვარჯიშობდი ზურგი გამიშეშდა. ვერ ვმოძრაობდი! უბრალოდ ცხელ წყალში ვიწექი და გიჟურ ტკივილს განვიცდიდი. როცა დასაძინებლად წავედი მხოლოდ ორი კილო მქონდა დარჩენილი. ტკივილი გრძელდებოდა. დილის 5 საათზე ჩემს მენეჯერს დავურეკე და ვუთხარი, რომ გაგრძელება არ შემეძლო. - განაცხადა არმან ცარუკიანმა

საჩემპიონო ბრძოლაში არმან ცარუკიანი რენატო მოიკანუმ შეცვალა. ბრაზილიელი ისლამ მახაჩევთან პირველ რაუნდში მახრჩობელა ილეთით დამარცხდა.

სხვა სტატიები