Belive

მაქს ჰოლოუეი: "ამ ბრძოლაში შონისკენ ვიხრები"

1 თვის წინ სხვა
1 წთ

მაქს ჰოლოუეის აზრით, შონ ო'მალი სუპერმსუბუქი წონის ქამარს შეინარჩუნებს. "დალოცვილი" თვლის, რომ თუ მერაბი "შუგას" დარტყმას გაატარებს ყველაფერი დასრულდება. UFC Noche-ს მთავარი ბრძოლის შესახებ მაქსმა საკუთარ YouTube არხზე ისაუბრა.

მერაბი ნამდვილია გიჟია, ველური. თვალზე ნაკერები საკუთარი ხელით მოიხსნა. მას შესანიშნავი კარდიო და შესანიშნავი პრესინგი აქვს, შესანიშნავი მებრძოლია მაგრამ, ერთი ნაკლი აქვს. ბევრჯერ გვინახავს, როცა მოწინააღმდეგემ დარტყმით დაიჭირა. როგორც წესი ეს ბრძოლის დასაწყისში ხდება და დაბრუნებასაც ახერხებს. მაგრამ, სუპერმსუბუქი წონის დივიზიონში არის ბიჭი, რომელმაც არ უნდა გამოგიჭიროს და ეს შონ ო'მალია. ხალხი ამბობს ო'მალი გამხდარია, თმებს იღებავს, მებრძოლს არ გავს, თუმცა, ეს იმ ფაქტს არ ცვლის, რომ ხალხის გათიშვა შეუძლია. ამ ბრძოლაში შონისკენ ვიხრები. არ მინდა ამით მერაბ შეურაცხყოფა მივაყენო მაგრამ, როცა შეცდომას უშვებ და დარტყმაზე გიჭერენ, შონი აუცილებლად იპოვის მეორე დარტყმას რომლითაც გაგთიშავს. - განაცხადა მაქსმა საკუთარ YouTube არხზე საუბრისას

შეგახსენებთ, რომ მერაბისა და შონ ო'მალის ბრძოლა თბილისის დროით 15 სექტემბერს, გამთენიისას გაიმართება. იმ შემთხვევაში თუ დვალიშვილი ო'მალის დაამარცხებს, UFC-ში მეორე ქართველი ჩემპიონი გვეყოლება.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ მაქს ჰოლოუეი შემდეგ ბრძოლას ილია თოფურიასთან გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება აბუ დაბიში 26 ოქტომბერს შედგება.

სხვა სტატიები