"ვფიქრობ, ისლამი 2 ბრძოლაში კარიერას დაასრულებს" - არმან ცარუკიანი
5 საათის წინ
სხვა
1 წთ
არმან ცარუკიანი ამბობს, რომ ისლამ მახაჩევი მალე კარიერას დაასრულებს. კითხვაზე შედგება თუ არა მახაჩევის და ცარუკიანის ბრძოლა კიდევ ერთხელ, არმანმა უპასუხა, რომ ისლამი 1 ან 2 ჩხუბში სპორტიდან წავა. აღსანიშნავია ისიც, რომ ცარუკიანი აპირებს UFC-ს სახე გახდეს.
არა მგონია ჩვენი ჩხუბი კიდევ შედგეს, რადგან 2 ბრძოლაში პენსიაზე გავა. 1-2 ბრძოლის შემდეგ სპორტიდან წავა. მე კი ერთ წელიწადში ამ სპორტს დავიპყრობ. ჩემს დანახვაზე ყველას UFC უნდა გაახსენდეს, რადგან მე ვაპირებ UFC-ს სახე გავხდე. - განაცხადა არმან ცარუკიანმა
🚨 Arman Tsarukyan says Islam Makhachev is going to retire after 1-2 more fights in the UFC 😳
— Championship Rounds (@ChampRDS) April 8, 2026
“[Islam] is gonna retire I think in two fights. One-two fights, he’s gone. I’m gonna take over this sport in one year.”
(via @nelkboys) pic.twitter.com/oahUxPF84P