"თოფურიამ დაიჯერა, რომ უძლეველი იყო და ახლა ის უბრალოდ "ლუზერია" - ჯასტინ გეიჯი
3 დღის წინ
სხვა
1 წთ
ჯასტინ გეიჯი ამბობს, რომ ილიამ ცრუ წარმოდგენები შეიქმნა და ამან ხელი შეუშალა. თოფურიას თავი ისე მოჰქონდა, თითქოს ის უძლეველი იყო და მისი დამარცხება არავის შეეძლო. გეიჯის აზრით, ილიაზე ამ ყველაფერმა ცუდად იმოქმედა და ახლა უბრალოდ 'ლუზერია.'
მართლა მგონია, რომ მან ცრუ სამყარო შექმნა და ზუსტად ასე იბრძოდა. მან დაიჯერა, რომ უძლეველი იყო, დაუმარცხებელი. ეს შეუძლებელია. არავინაა უძლეველი და დაუმარცხებელი. წვეულებებს წინასწარ აწყობდა და სოციალურ ქსელში რეკორდს წინასწარ ცვლიდა. ახლა უბრალოდ ლუზერია. - ჯასტინ გეიჯი
🥊 Justin Gaethje says Ilia Topuria created a fake world where he believed he was unbeatable—and ultimately, that led to his downfall.
— MMA Pros Pick (@MMA_PROS_PICK_) September 23, 2026
"I do think that he created a fake world before, and that's kind of the way that he performed. Having parties, updating bios.
Like,… pic.twitter.com/8urrmzXjjF
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი ერთმანეთს თეთრი სახლის ღონისძიებაზე შეხვდნენ. ისტორიული საღამო ამერიკელის გამარჯვებით დასრულდა და თოფურიამ კარიერაში პირველი მარცხი იწვნია.