ულბერგს დასაბრუნებლად 6-8 თვე დასჭირდება
7 საათის წინ
სხვა
1 წთ
ჟირი პროჰასკასთან მოგებულ ჩხუბში კარლოს ულბერგმა ფეხი მძიმედ დაიზიანა. ტრავმა იმდენად მძიმე იყო, რომ თავიდანზე ვიცოდით ჩემპიონს დიდ ხანს უქმობა მოუწევდა. მოლოდინი გამართლდა და კარლოსი 6-8 თვე ოქტაგონზე ვერ გამოვა.
დიახ, აქილევსის მყესი მაქვს გაწყვეტილი. ოპერაცია გავიკეთე და სადღაც 6-8 თვეს გამოვტოვებ. ეს დიდი დროა, მაგრამ იმ პროგრესით რაც ვაჩვენეთ, დრო მალე გავა. სხეული ძალიან სწრაფად ჯანმრთელდება. - ამბობს კარლოს ულბერგი
🚨 Carlos Ulberg says recovery from his ACL surgery could take 6-8 months
— Championship Rounds (@ChampRDS) April 26, 2026
“With the progress we’ve got at the moment, we’re moving pretty good... the body is healing really fast.”
(via @ufc) pic.twitter.com/ad1qfLon67
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ულბერგმა პროჰასკასთან ჩხუბში ფეხი მძიმედ დაიზიანა, თუმცა, არ დანებდა და საბოლოოდ ჩხუბი ნოკაუტითაც მოიგო.
არაა გამორიცხული, რომ ასეთი დიდი ხნის პაუზის გამო UFC-მ ქვემძიმე წონაში დროებითი ქამარი გაათამაშოს.