"ვფიქრობ, ჩვენი კიდევ ერთხელ ხილვა ფანებს ძალიან გაახარებთ" - დვალიშვილი
მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მეოთხე დაპირისპირებაზე საუბრობს. დვალიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ორივე მებრძოლი თავის მომდევნო შეხვედრას მოიგებს, მათი მორიგი დაპირისპირება გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება.
ამასთანავე, ქართველი მებრძოლი აღნიშნავს, რომ საჩემპიონო ქამრის დასაბრუნებლად მზადაა დივიზიონის ნებისმიერ პრეტენდენტს შეხვდეს, ვისთან ბრძოლაც საჭირო გახდება.
ვნახოთ, როგორი რეაქცია ექნება ხალხს და რა სურს გულშემატკივარს. ვფიქრობ, ჩვენი კიდევ ერთხელ ხილვა მათ ძალიან გაახარებთ და ვგრძნობ, რომ ანგარიში 2:2 გახდება, ჩვენ ისევ გავთანაბრდებით.
ყველაფერი დივიზიონზეა დამოკიდებული. ვნახოთ, ვინ მოიგებს და ვინ წააგებს. თუ ახალი ბრძოლა ჩაინიშნება, მაშინ, რა თქმა უნდა, ცოტას დავისვენებ და მოვემზადები. - ამბობს მერაბი
Merab Dvalishvili says he wants the quadrilogy with Petr Yan if they win their next fights, but will fight any contenders he needs to get back to the belt 👀
— Title Fight (@TitleFightMedia) November 19, 2026
“Let’s see how people react, and what people want. I think people will be excited to see us again… and I can read that… pic.twitter.com/H59xGIiRkT
დვალიშვილისა და იანის დაპირისპირება UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მეტოქეობაა და არ არის გამორიცხული, მოვლენების შესაბამისი განვითარების შემთხვევაში, ოქტაგონზე მათი მეოთხე შეხვედრა მართლაც ვიხილოთ.