"რეალურად, სერიოზულად არავის მოხვედრია" - დენ ჰუკერი
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
დენ ჰუკერმა აბუ-დაბიში უსმან ნურმაგომედოვსა და მერაბ დვალიშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე საკუთარი აზრი დააფიქსირა.
ჰუკერის შეფასებით, სიტუაცია არც ისე სერიოზული იყო, როგორც ეს გარედან ჩანდა. მისი აზრით, ადგილი მხოლოდ მცირე ფიზიკურ შეხლა-შემოხლას ჰქონდა.
რაც არის, არის. რაც მე ვნახე, ეს უბრალოდ მცირე ხელის კვრა და ჯიკაობა იყო. რეალურად, სერიოზულად არავის მოხვედრია. უბრალოდ პატარა შეხლა-შემოხლა იყო - ამბობს დენ ჰუკერი
🚨Dan Hooker gives his take on the incident between Usman Nurmagomedov and Merab Dvalishvili 👀
— FightLuck (@FightluckBet) November 18, 2026
🗣️ "It is what it is. It's a little bit of push and shove from what I've seen. Like, no one really got hit that bad. It's a little bit of push and shove."
🎥 Via TheMacLife pic.twitter.com/VmWfxJagna
შეგახსენებთ, რომ დენ ჰუკერი დოჰას ქარდზე იბრძოლებს. მისი მოწინააღმდეგე ბრაიან ორტეგა იქნება. ეს ბრძოლა 21 ნოემბერს გაიმართება და ჩხუბები 20:00 საათზე დაიწყება.