ხაბიბმა პოსტი მოიწონა, სადაც დვალიშვილს ჯამბაზად მოიხსენიებენ
23 საათის წინ
სხვა
1 წთ
აბუ-დაბიში მომხდარი თავდასხმის გარშემო დაძაბულობა სოციალურ ქსელებში ისევ გრძელდება. ერთ-ერთმა დაღესტნელმა მებრძოლმა მაგომედ ისმაილოვმა, Instagram-ზე მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ მწვავე განცხადება გამოაქვეყნა. მან მერაბს ჯამბაზი უწოდა და პოზიციების ცვლილებაშიც დაადანაშაულა.
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ აღნიშნული პოსტი თავად ხაბიბ ნურმაგომედოვს აქვს მოწონებული.
ერთ წუთს ითხოვს, რომ ბიჭები გაათავისუფლონ და ამბობს, რომ მებრძოლებს შორის ასეთი რაღაცები ხდება! შემდეგ კი ამბობს, რომ ისინი კაცები არ არიან და დაღესტანს არცხვენენ!
ერთ წუთს ბოდიშს იხდის თავის სახლში ახმედის ოჯახის შეურაცხყოფისთვის, შემდეგ კი ამბობს, რომ ამ სიტუაციაში სრულიად მართალია!
ის ნამდვილი ჯამბაზია და ეს კიდევ მაქსიმალურად რბილად ნათქვამია!
მეგონა, კონორზე მეტი ზიზღი არავის მიმართ გამიჩნდებოდა, მაგრამ მერაბმა მოახერხა და კიდევ უფრო დაბლა დაეცა! სულ ეს არის, რისი თქმაც მინდოდა! - ამბობს მებრძოლი საკუთარ სოციალურ ქსელში
Khabib Nurmagomedov liked an Instagram post calling Merab Dvalishvili a "clown" for his contradictory statements following the brawl 😬
— Championship Rounds (@ChampRDS) November 18, 2026
"One minute, [Merab] asks for the guys to be released... Then he says they aren't men and are disgracing Dagestan.
He's a total CLOWN! I… pic.twitter.com/YrVgNYSwE1