"ვფიქრობ ამ ბრძოლაში იანის ხელი აიწევა" - ალექს ვოლკანოვსკი
8 საათის წინ
სხვა
1 წთ
ალექს ვოლკანოვსკი მერაბ დვალიშვილის მარცხს წინასწარმეტყველებს. მისი აზრით, იანი საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფება და ბოლო ჩხუბის შემდეგ, მისი დამარცხება რთულად წარმოუდგენია. ავსტრალიელი თვლის, რომ 24 ოქტომბერს მერაბი დაკარგულ ქამარს ვერ დაიბრუნებს.
ვფიქრობ, ამ ბრძოლაში იანის ხელი აიწევა. გამარჯვებულად პიოტრ იანს დავასახელებ. მისი ბოლო გამოსვლის შემდეგ, იანის წაგება რთულად წარმომიდგენია. - ამბობს ალექს ვოლკანოვსკი
შეგახსენებთ, რომ აბუ დაბის ქარდზე მთავარი ბრძოლა სწორედ ალექს ვოლკანოვსკი და მოვსარ ევლოევის იქნება. იქამდე კი, იანის და დვალიშვილის ტრილოგიას ვიხილავთ.