Belive

"ილია თოფურიას კარიერას დიდი სიამოვნებით დავუსრულებდი" - პადი პიმბლეტი

1 დღის წინ სხვა
1 წთ

talksport-სთან საუბრისას პადი პიმბლეტმა თავის მომავალზე ისაუბრა. ინგლისელის თქმით, სიტუაცია ოდნავ არეულია და რაღაცის წინასწარმეტყველება ცოტა რთულია. მთავარი ისაა, რომ პადის ილიასთან ბრძოლა სურს და იმასაც ამბობს, რომ ამ ჩხუბის ხილვა ხალხსაც სურს.

დეკემბერში მინდოდა ჩხუბი, მაგრამ ეს აშკარად აღარ გამოვა, ამიტომ იმედი მაქვს, რომ აპრილში ვიჩხუბებ - მარტში ან აპრილში. ვფიქრობ, უფრო აპრილში იქნება.

ახლა დივიზიონში ცოტა არეულობაა, რადგან ქამარი აშკარად ჯასტინს აქვს, რომელმაც იანვარში დამამარცხა, მაგრამ არავინ იცის, რას აპირებს - გააგრძელებს ჩხუბს თუ კარიერას დაასრულებს. ასე რომ, უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, რას იზამს.

შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ყველას სურს ჩემი და მისი ჩხუბის ნახვა. ილიასთან სიამოვნებით ვიჩხუბებდი. უფრო სწორად, სიამოვნებით გავუშვებდი პენსიაზე. - პადი პიმბლეტი

ჯასტინ გეიჯისთან ძალიან მძიმე ბრძოლის შემდეგ, პადი ბენუა სენ-დენის დაუპირისპირდა. პადიმ ფრანგი მეტოქე 52 წამში ძალიან ბრუტალური საბმიშენით დაამარცხა. ამ ეტაპზე ინგლისელი UFC-ს რეიტინგში მე-5 ადგილს იკავებს და სატიტულო ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია.

სხვა სტატიები