Belive

ვერა თვლის, რომ ო'მალის დამარცხების შემთხვევაში მერაბს არ უნდა შეხვდეს

4 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის სუპერმსუბუქ წონაში ძალიან საინტერესო სიტუაციაა. მას შემდეგ, რაც ალჯამაინ სტერლინგმა შონ ო'მალისთან ჩემპიონის ქამარი დაკარგა, ყველა მერაბი "შუგას" დაპირისპირებას ელოდა. თუმცა, ბევრისგან მოულოდნელად საჩემპიონო ბრძოლა მარლონ ვერამ მიიღო, რომელიც რეიტინგში მერაბზე 4 საფეხურით ქვევით იმყოფება.

UFC-მ დვალიშვილს მეტოქედ ყოფილი ორი წონის ჩემპიონი ჰენრი სეხუდო შეურჩია. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ჰენრი უკვე მესამე ყოფილი ჩემპიონი იქნება, რომელსაც მერაბი შეერკინება. წინა ორ შემთხვევაში "მანქანამ" ჟოზე ალდოსა და პიოტრ იანის დამარცხება შეძლო.

ამ ყველაფრის შემდეგ, MMA-ს გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ სეხუდოსთან გამარჯვების შემთხვევაში დვალიშვილი საჩემპიონო ბრძოლას მიიღებს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მარლონ ვერა განსხვავებულად ფიქრობს. "ჩიტომ" ამასთან დაკავშირებით Schmo-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

- ყველაზე მეტად ვინ იმსახურებს საჩემპიონო ბრძოლას დვალიშვილი-სეხუდოს შორის გამარჯვებული თუ კორი სენდჰეგენი?

- როგორც ნამდვილმა კაცმა უნდა ვთქვა, რომ ეს სენდჰეგენი უნდა იყოს, რადგან მან მე დამამარცხა. ეს არის ერთადერთი მიზეზი თუ რატომაც ავირჩევ მასთან ბრძოლას. მერაბისა და სეხუდოს შორის გამარჯვებული ძლიერი მეტოქე იქნება და ამის შესახებ UFC-მაც იცის. მაგრამ, თუ არჩევანი ჩემზეა, მე სენდჰეგენს ავირჩევ. - განაცხადა მარლონ ვერამ

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს ბრძოლა 18 თებერვალს გაიმართება.

რაც შეეხება ვერასა და ო'მალის, მათი ორთაბრძოლა UFC 299-ზე 10 მარტს არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები