შონ ო'მალი: "ჩემს მეტოქეებს შორის მერაბი ყველაზე სულელია"
3 თვის წინ
სხვა
1 წთ
შონ ო'მალისა და მერაბ დვალიშვილის ბრძოლამდე თითქმის ერთი კვირა დარჩა. "მანქანას" შანსი აქვს, რომ UFC-ის ქამარი მოიგოს და მეორე ქართველი ჩემპიონი გახდეს.
შონ ო'მალი სუპერმსუბუქი წონის ქამარს მეორედ დაიცავს. "შუგამ" პირველ შემთხვევაში მარლონ ვერა დაამარცხა, სადაც ფავორიტად ითვლებოდა. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. ბევრი ექსპერტის აზრით, შონი ამ ჩხუბში აუთსაიდერია. თავად ჩემპიონი თვლის, რომ დვალიშვილთან გამარჯვება არ გაუჭირდება.
უნარების გათვალისწინებით, მერაბთან ბრძოლა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული იქნება. რაც შეეხება გონებრივ შესაძლებლობებს, ის ალბათ ყველაზე სულელია ვისთანაც მიბრძოლია. IQ-ს დონის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩემი მეტოქეებიდან დვალიშვილი ყველაზე სულელია. ოქტაგონზე გამოვალ და მაყურებელს კარგ სანახაობას შევთავაზებ, რადგან ვიცი რომ მერაბ ეს არ შეუძლია. - განაცხადა შონ ო'მალიმ
შეგახსენებთ, რომ ო'მალისა და მერაბის ბრძოლა ლას ვეგასში, UFC NOCHE-ზე გაიმართება. სატიტულო დაპირისპირება 15 სექტემბერს გამთენიისას შედგება.