Belive

რომან დოლიძემ შარა მაგომედოვი კიდევ ერთხელ გამოიწვია

1 თვის წინ სხვა
1 წთ

რომან დოლიძემ სოციალური ქსელის საშუალებით რამდენიმე მებრძოლი გამოიწვია. ქართველმა ერთდროულად სამ მებრძოლთან გამოთქვა დაპირისპირების სურვილი.

რეინერ დე რიდერთან მინდოდა ბრძოლა, მაგრამ ეს არ მოხდა. ბო ნიკალი ჩუმად არის, იქნება შარა? ამ ბიჭების საწინააღმდეგო არაფერი მაქს, უბრალოდ კარგი ბრძოლის და მეტოქის ინტერესი მაქვს. - რომან დოლიძე

რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინტერვიუ, სადაც შარა მაგომედოვი საქართველოს შესახებ საუბრობს. "ტყვია" ამბობს, რომ საქართველო და ქართველები დაღესტანისგან დაცვისთვის რუსეთის მადლიერები უნდა იყვნენ. რომანმა მისი სიტყვები უყურადღებოდ არ დატოვა და სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა.

სხვა სტატიები