Belive

"ვეგასში ყველაზე მეტად მერაბის საჭმელი მენატრება" - პაულო კოსტა

10 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის საშუალო წონის მებრძოლი პაულო კოსტა სახალისო ისტორიას იხსენებს. ბრაზილიელი ამბობს, რომ მერაბ დვალიშვილს UFC PI-ში საჭმელს იპარავდა.

ის რაც ყველაზე მეტად ლას-ვეგასში მენატრება მერაბის საჭმელია, რომელსაც ხშირად ვიპარავდი. ბრინჯი და კრევეტები ძალიან გემრიელი იყო. UFC PI ყველაზე ათლეტისთვის საჭმელს ინდივიდუალურად ამზადებს და ყუთებზე სახელებს აწერს. მე ყოველთვის იმ ყუთს ვიღებდი, რომელსაც "Merab" ეწერა. მაშინ მის შესახებ არ ვიცოდი და სულ ვკითხულობდი: ვინ ჯანდაბა არის მერაბი? - წერს კოსტა საკუთარი X-ის გვერდზე

მერაბ დვალიშვილს წინ ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა ელის. 18 თებერვალს "მანქანა" ორი წონის ყოფილ ჩემპიონს ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება. დვალიშვილისთვის ეს კარგი შანსია, რომ მოგების შემთხვევაში საჩემპიონო ქამარზე გავიდეს.

შეგახსენებთ, იმავე საღამო იბრძოლებს ილია თოფურიაც. მისი მოწინააღმდეგე ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ალექს ვოლკანოვსკი იქნება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართველი UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის იბრძვის.

სხვა სტატიები