ფიგერედო: "იანის დამარცხების შემდეგ მერაბი მინდა"
20 საათის წინ
სხვა
1 წთ
UFC Macau ქართველი გულშემატკივრისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ აქ გადაწყდება მერაბის წონის ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტი. მთავარი ბრძოლა პიოტრ იანსა და დეივესონ ფიგერედოს შორის გაიმართება. იანი ყოფილი ჩემპიონია, რომელმაც ქამარი ალჯამაინ სტერლინგთან დაკარგა. ფიგერედო კი, უმსუბუქესი წონის ჩემპიონია, რომელიც ზედა წონაში ხმაურიანად შემოვიდა.
ამ საინტერესო მდგომარეობის შესახებ დეივესონ ფიგერედომ MMA Junkie-სთან ისაუბრა.
იანის წინააღმდეგ გამარჯვება შესანიშნავ პოზიციაში მაყენებს, რომ ტიტულისთვის ვიბრძოლო. მისი დამარცხების შემდეგ მერაბი მინდა. ამ დივიზიონში ქამრის მოპოვება ორმაგი ჩემპიონების სიაში ჩამწერს. ამისთვის ძალიან ბევრს ვიმუშავებ. - განაცხადა ფიგერედომ
მერაბ დვალიშვილმა არაეთხელ აღნიშნა, რომ მის წონაში საჩემპიონო შანსს ყველაზე მეტად სწორედ ფიგერედო იმსახურებს. დანა უითი დვალიშვილის მომავალ მეტოქედ ნურმაგომედოვს განიხილავს და ამას მკაფიოდ აფიქსირებს.