გურამ ქუთათელაძის მეტოქე ბრძოლას ჩაეხსნა
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
გურამ ქუთათელაძეს ახალი ოპონენტი სჭირდება. აბდულ-ქარიმ ალ-სელვადი ბრძოლას ჩაეხსნა. ჩხუბი სამ აგვისტოს, აბუ დაბიში, "ეტიჰად არენაზე" არის ჩანიშნული.
აღნიშნულ ინფორმაციას MMA Junkie ავრცელებს. ჯერჯერობით UFC-ს ამის შესახებ ოფიციალურად არ განუცხადებია. მიუხედავად ამისა, MMA Junkie წერს, რომ ეს ინფორმაცია საკმაოდ კომპეტენტური პიროვნებებისგან მიიღეს.
დამირ ისმაგულოვთან და ელვის ბრენერთან ჩატარებული ჩხუბის შემდეგ, ქუთათელაძის 2-ბრძოლიანი წაგების სერია აქვს. აქვე შეგახსენებთ, რომ "ქართველ ვიკინგს" UFC-ში ერთი გამარჯვება აქვს, რომელიც სადებიუტო ჩხუბში მატეუშ გამროტის წინააღმდეგ მოიგო.