უცნობმა მებრძოლმა თოფურიასა და ჰოლოუეის პრესკონფერენცია შეაჩერა
არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, აბუ დაბიში, UFC 308-ის წინ, პრესკონფერენცია გაიმართა, რომლის მთავარი გმირებიც, რა თქმა უნდა, ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია და მისი მოწინააღმდეგე. მაქს ჰოლოუეი იყვნენ. პროცესი მცირე ხნით შეფერხდა, როდესაც სრულიად უცნობმა მებრძოლმა, დორობშოხ ნაბოტოვმა კითხვის დასმა ითხოვა, ამის ნაცვლად კი შანსი გამოიყენა და დანა უაითს მიმართა.
დანა, კითხვა არ მაქვს. მე არასოდეს მყოლია მენეჯერი და რაც გამიკეთებია, მხოლოდ ჩემი ძალისხმევით მივაღწიე. მე ვარ დაუმარცხებელი, ელიტარული სპორტსმენი ტაჯიკეთიდან - 9 მოგებითა და 0 მარცხით.
დანა, გთხოვ მომეცი შანსი. მე უკვე მზად ვარ და მინდა UFC-ში ვიბრძოლო. - მიმართა ნაბოტოვმა დანა უაითს
Dorobshokh Nabotov, an undefeated lightweight fighter from Tajikistan, asked Dana for an opportunity to fight for UFC at the press conference.
— ESPN MMA (@espnmma) October 24, 2024
Dana White invited him onto the stage 🤝 #UFC308 pic.twitter.com/0lqN8l5PXI
უაითმა, რომელიც თავდაპირველად სკეპტიკურად უყურებდა ნაბოტოვის ასეთ პირდაპირ თხოვნას, ტაჯიკი მებრძოლი ბოლოს სცენაზე აიყვანა და ხელი ჩამოართვა. ცნობილია, რომ ნაბატოვმა შესაბამის პირებთან, პოტენციური კონტრაქტის დეტალებზე ისაუბრა. დანა უაითმა, თემასთან დაკავშირებით, მოგვიანებით გააკეთა კომენტარი.
"კორეელ ზომბს" ვთხოვ, კორეაში გასამართ ღონისძიებაზე, ეს ბიჭი სიაში შეიყვანოს, ვნახოთ რა შეუძლია, თუ იმ საღამოს გაიმარჯვებს, მე მასთან კონტრაქტს გავაფორმებ - განაცხადა უაითმა
ნაბოტოვი MMA-ის დაუმარცხებელი მებრძოლია, რომლის პროფესიული დებიუტიც 2018 წლის იანვარში შედგა, ის ამჟამად AMC Fight Nights-ისთვის იბრძვის, რუსეთის ყველაზე დიდ MMA პრომოუშენში მან ბოლოს გასული წლის ნოემბერში იბრძოლა, სადაც რუსი მურად ბილაროვი დაამარცხა.
UFC 308 აბუ დაბიში 26 ოქტომბერს შედგება, მთავარ 'ქარდზე' ილია თოფურია ჩემპიონის ქამარს პირველად დაიცავს, მისი მეტოქე მაქს ჰოლოუეი იქნება.