Belive

"ილიას წონის კლება ეზიზღება" - ხორხე კლიმენტი

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

მსუბუქ წონაში გადასვლის სურვილი ილია თოფურიამ მრავალჯერ გამოთქვა. როგორც ცნობილი ხდება, ამის მთავარი მიზეზი წონის კლებაა. "მატადორისთვის" 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული და ამის გამო ზედა დივიზიონში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან დაკავშირებით თოფურიას მწვრთნელმა ხორხე კლიმენტმა ისაუბრა.

ილიას წონის კლება ეზიზღება. ეს არაერთხელ გაუკეთებია და ყოველ ჯერზე უფრო რთულდება. მას ამის გაკეთება აღარ უნდა და ზედა წონაში გადასვლაც ამიტომ გადაწყვიტა. ილია ფიქრობს, რომ მისი ნორმარული კატეგორია მსუბუქი წონითი დივიზიონია. წონის კლება ილიასთვის ყოველთვის ძალიან რთულია. ის ზოგჯერ 85 კილოს იწონის და 66 კილომდე ჩამოსვლა უწევს. არ ვიცი მომავალი როგორი იქნება თუმცა, თუ ილია ზედა წონაში გადასვლას გადაწყვეტს ქამარი ვაკანტური გახდება. - განაცხადა ხორხე კლიმენტმა

თოფურიასთვის მსუბუქი წონის დივიზიონში მთავარი სამიზნე ისლამ მახაჩევია. ვინაიდან, დაღესტნელი საკუთარ ქამარს არმან ცარუკიანის წინააღმდეგ დაიცავს, "მატადორს" მოცდა მოუწევს. ამის ფონზე ქართველი მომავალ მოწინააღმდეგედ ჩარლზ ოლივეირას განიხილავს.

სხვა სტატიები