Belive

ილია თოფურია: "ჯანდაბას რონალდუ, სანამ მესი არსებობს"

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

ესპანურ რადიო-გადაცემათა ციკლს El Partidazo de COPE-ს ილია თოფურია სტუმრობდა. ქართველმა ჩემპიონმა რამდენიმე მნიშვნელოვანი "მესიჯი" დატოვა და ისაუბრა იმ ვარსკვლავების შესახებ, რომლებთანაც ცხოვრებაში გადაკვეთა ჰქონია.

როცა რონალდუმ ჩემზე თქვა, რომ ბევრს ვლაპარაკობ, გულწრფელად ვერ გავიგე. აქ რაღაც რიგზე არაა - ნებისმიერისგან შეიძლება ამის მიღება, თუმცა კრიშტიანუსგან? ის ხომ ადამიანია, რომელიც მუდამ ლაპარაკობს.

თუ ჩხუბი მაიამიში ჩამენიშნება, ვის პირადად დაპატიჟებასაც ვაპირებ მესია, რადგან იქ ცხოვრობს. ჯანდაბას რონალდუ, სანამ მესი არსებობს.

ერთხელ კარვახალმა მითხრა, რომ რუდიგერს უთქვამს, ილიას 4 კაცი მოვერევითო. ფერან ტორესმაც დამირეკა, მორატასთან, როდრისთან და კიდევ ვიღაცასთან ერთად იყო და მანაც იმავე მითხრა. მე ვპასუხობ, რომ ამას ვერ გავიგებთ, თუ არ ვცდით. შეიძლება მცემონ კიდეც, მაგრამ ოთხეული თუ დამიპირისპირდება პირველი რუდიგერს მივადგები და დამიჯერეთ, ცოცხალი ვერ გადარჩება.

ჯერ ბოლომდე არაა გადაწყვეტილი სანტიაგო ბერნაბეუზე UFC-ის ჩატარების საკითხი, თუმცა რაც აქამდე მითქვამს, ყოფილა რამე რაც არ ამისრულებია?

- ილია თოფურია რადიო-გადაცემაში

ილია თოფურიამ ესპანეთის მეფეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოხარულია მისი გაცნობით, კიდევ უფრო ბედნიერია იმ ფაქტით, რომ მეფემ მის მიმართ დიდი კეთილგანწყობა გამოიჩინა.

სხვა სტატიები