"უსმანი UFC-ს კონტრაქტს მაინც მიიღებს" - არმან ცარუკიანი
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
არმან ცარუკიანი მიიჩნევს, რომ UFC ექვსთვიანი პატიმრობის მიუხედავად უსმან ნურმაგომედოვს მაინც გაუფორმებს კონტრაქტს, რადგან ორგანიზაციას ხაბიბ ნურმაგომედოვის გუნდიდან ახალი ვარსკვლავები სჭირდება.
ეს მოსამართლეების გადასაწყვეტია, სამართლიანი იყო თუ არა. თუმცა, მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ცუდია, რომ ბიჭებს ექვსი თვე მიუსაჯეს. ვისურვებდი, მხოლოდ ჯარიმით შემოფარგლულიყვნენ. მაგრამ ვფიქრობ, ამ ექვს თვეში ის კარგად დაისვენებს, ძალებს აღიდგენს და რინგზე დაბრუნდება.
პირიქით, ამის გარშემო დიდი აჟიოტაჟი ატყდება. კიდევ უფრო მეტი 'ჰაიპი' იქნება. მათ ახალი ვარსკვლავები სჭირდებათ, განსაკუთრებით ხაბიბის გუნდიდან. ისლამი მიდის და აღარავინ რჩება, ვინც სატიტულო ბრძოლაში ჩაერთვება. ვფიქრობ, მას კონტრაქტს გაუფორმებენ.
მგონია, რომ ეს სიტუაცია ახლა უკვე ამოწურულია და აღარ განმეორდება. როგორც იტყვიან, ახლა ანგარიში 1–1-ია. - არმან ცარუკიანი
🚨Arman Tsarukyan believes the UFC will sign Usman Nurmagomedov despite his six-month prison sentence, arguing that the promotion needs new stars from Khabib Nurmagomedov's team.🔥
— FREAK.MMA (@FREAKMMA1) November 15, 2026
“That’s for the judges to decide, whether it’s justified or not. But overall, of course, it’s not… pic.twitter.com/b13tmmKLq8
შეგახსენებთ, რომ მერაბზე თავდასხმის გამო, უსმან და უმარ ნურმაგომედოვები ციხეში 6 თვით ჩასვეს. გარდა ამისა, ძმებმა არაბთა გერთიანებული საემიროებიდან დეპორტი მიიღეს.