Belive

მერაბ დვალიშვილი: "მინდა გაცნობოთ, რომ გავთავისუფლდი"

1 დღის წინ სხვა
1 წთ

აბუ დაბის პოლიციამ, ხუთშაბათს, სასტუმროს შესასვლელთან მომხდარი დაპირისპირების გამო, 10 პირი დააკავეს - მათ შორის, მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი. ქართველები უკვე თავისუფლები არიან, თუმცა მათზე თავდამსხმელებიდან 6 კაცი პატიმრობაში რჩება და 6 თვის ციხეში გატარება მოუწევთ. მერაბ დვალიშვილმა, გათავისუფლების შემდეგ, პირველი განხადება გააკეთა.

მინდა ყველას ვაცნობო, რომ გავთავისუფლდი. თავს კარგად და ჯანმრთელად ვგრძნობ და მზად ვარ, გზა განვაგრძო.

მადლობას ვუხდი აბუ დაბიში მყოფ ყველას, ვინც ამ საკითხის მოგვარებაში დამეხმარა. მიყვარს აბუ დაბიში სტუმრობა და მოხარული ვარ, რომ აქ ასე თბილად მიმიღეს. იმედი მაქვს, რომ ყველა დანარჩენსაც გაათავისუფლებენ - მე არავის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას არ ვაპირებ. ყველასთვის მშვიდობასა და საუკეთესოს ვისურვებ. მადლობა ყველას სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. - წერს მერაბ დვალიშვილი X-ზე

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი RAF-ის ღონისძიებაზე საკუთარ ბრძოლას ჩაატარებს, ხოლო უმარ ნურმაგომედოვის ნაცვლად, ტატამიზე 21 წლის საბა ლაზიშვილი გავა.

სხვა სტატიები