Belive

"მერაბმა და უსმანმა მასპინძელი ქვეყანა მთელი მსოფლიოს წინაშე შეარცხვინეს" - კამარუ

12 საათის წინ სხვა
1 წთ

კამარუ უსმანმა თავის პოდკასტში Pound 4 Pound, აბუ-დაბიში მომხდარი გახმაურებული დაპირისპირება შეაფასა. ნიგერიელმა მებრძოლმა მომხდარს სამწუხარო უწოდა და აღნიშნა, რომ სპორტსმენების ასეთმა საქციელმა არა მხოლოდ მათ კარიერას მიაყენა დარტყმა, არამედ არაბთა გაერთიანებული საამიროების იმიჯიც შელახა.

ეს ძალიან, ძალიან სამწუხაროა. როცა ასეთი ბიჭების ჯგუფში ხარ, სიტუაციის კონტროლი ძალიან რთულია, რადგან ერთი ტიპი ფეთქდება, საერთო ისტერიას იწვევს და ახლა ყველა გარეულია, ყველა ამაშია ჩართული.

თქვენ არა მხოლოდ საკუთარი თავი შეარცხვინეთ და არა მხოლოდ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაიგდეთ თავი, არამედ ქვეყანაც შეარცხვინეთ - ქვეყანა, რომელმაც უზარმაზარი სამუშაო გასწია იმისთვის, რომ მსოფლიოსთვის დაემტკიცებინა, რომ უსაფრთხო ადგილია და ისეთი დანიშნულების წერტილია, სადაც ჩასვლას ყველა ისურვებდა.

თქვენ ისინი მთელი მსოფლიოს წინაშე შეარცხვინეთ, ამიტომ მესმის, რატომ აწესებენ ეს ქვეყნები ასეთ მკაცრ სასჯელებს. - კამარუ უსმანი

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო, უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები დაიჭირეს. მათ საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა მოუწიათ და ქვეყნიდან დეპორტაციაც ემუქრებათ.

სხვა სტატიები