"ლუნა კარგი მებრძოლია, მაგრამ უფლებას არ მივცემ გაიმარჯვოს" - ალექსანდრე თოფურია
ალექსანდრე თოფურია მოახლოებულ ბრძოლას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი მეტოქის ხმამაღალ განცხადებებს პასუხი ოქტაგონზე გაეცემა. თოფურიას თქმით, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რამდენს საუბრობს ოპონენტი ბრძოლის წინ, რადგან ყველა მეტოქეს ერთნაირი განწყობით ხვდება.
არიან მებრძოლები, რომლებიც მეტს საუბრობენ და არიან ისეთებიც, ვინც ნაკლებს ლაპარაკობენ. მე ყველა მათგანს ერთნაირად ვუდგები. ისინი ჩემი მეტოქეები არიან და მე ისინი უნდა დავამარცხო. როდესაც ამბობენ, რომ საუკეთესოები არიან, ეს მათი აზრია, მაგრამ ყველაფერი 21 ნოემბერს გადაწყდება და ვნახავთ, ვინ არის საუკეთესო. ის კარგი მებრძოლია, თუმცა მე არ ვაპირებ, რომ გამარჯვების უფლება მივცე. - ალექსანდრე თოფურია
Aleksandre Topuria says all the talk gets settled on Saturday at UFC Qatar 👀
— The Combat Sport Poll Guy (@PollGuyUFC) November 20, 2026
Aleksandre Topuria: "There will be fighters that talk more, there will be fighters that talk less. I approach all of them the same. They're my opponent and I have to defeat them."
"Whenever they say… pic.twitter.com/dk2oBuQYt2
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე მეტოქე სანტიაგო ლუნა იქნება. მექსიკელ მებრძოლს UFC-ში სამი ბრძოლა აქვს ჩატარებული და ერთში დამარცხდა. ლისთან და პაჩეკოსთან მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვებების შემდეგ, სანტიაგო ბრაის მიტჩელთან დამარცხდა. ალექსანდრეს და მის ჩხუბს 21 ნომებერს, 20:00 საათიდან უნდა ველოდოთ.