"უსმანი ილიას წინააღმდეგ, ეს ჩემი საოცნებო ბრძოლაა" - ალი აბდელაზიზი
უსმან ნურმაგომედოვის მენეჯერმა გაგვიმხილა, რომ მისი მებრძოლის თოფურიას წინააღმდეგ ნახვა ძალიან სურს. მეტიც, ეს მისი ოცნებაა და თვლის, რომ UFC-ს ეს ჩხუბი სჭირდება. აბდელაზიზის თქმით, "მატადორისთვის" უსმანი ყველაზე უხერხული მეტოქე იქნება.
ჩემი საოცნებო ბრძოლაა ის ილია თოფურიას წინააღმდეგ. არ ვამბობ, რომ UFC-სთან ხელს მოაწერს. ვფიქრობ, ის ილია თოფურიასთვის ყველაზე ცუდი ოპნენტი იქნება. ილია რას გაუკეთებს? კრივი? არა. კიკბოქსინგი? არა. მიწაზე გადაიყვანს? წარმატებები. ამის მჯერა. - ალი აბდელაზიზი
Ali Abdelaziz says if Usman Nurmagomedov does sign with the UFC he’ll pay the difference from his own pocket to lock in a debit fight with Ilia Topuria if he has to! 👀
— Submission Radio (@SubmissionRadio) September 22, 2026
“my dream fight, him versus Ilia Topuria…If the UFC wanna do that, I'll pay the difference from my pocket. If… pic.twitter.com/LHIqcniWsb
შეგახსენებთ, რომ უსმან ნურმაგომედოვი PFL-ის და Bellator-ის ჩემპიონია. ამ ორგანიზაციებში არასდროს დამარცხებული და ყველა მეტოქესთან უდიდეს ფავორიტად ითვლებოდა. ამჟამად, უსმანს PFL-თან კონტრაქტი აღარ აკავშირებს და მოსალოდნელია, რომ UFC-ში გადავა.