საბა ლაზიშვილი RAF-ზე უმარ ნურმაგომედოვის ნაცვლად იჭიდავებს
RAF-მა (ჭიდაობის ამერიკული ორგანიზაცია) ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართველი მოჭიდავე, საბა ლაზიშვილი, 14 ნოემბერს აბუ დაბიში გასამართ ღონისძიებაზე UFC-ის ყოფილ ვარსკვლავს, იურაია ფაბერს დაუპირისპირდება.
თავდაპირველად ფაბერს უმარ ნურმაგომედოვთან უნდა ეჭიდავა, თუმცა RAF-ის მიერ გავრცელებული ახალი ინფორმაციით, მის წინააღმდეგ ქართველი სპორტსმენი გამოვა.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის საბა ლაზიშვილი, მერაბ დვალიშვილთან ერთად, უსმან ნურმაგომედოვსა და მის მეგობრებთან დაპირისპირებაში მონაწილეობდა. უსმანის გუნდი თავს დვალიშვილს დაესხა.
საბაცა და მერაბმაც აბუ დაბის პოლიციის განყოფილება უკვე დატოვეს - მათ 50 000 დირჰამის გადახდა დაეკისრათ. უსმანთან ერთად კიდევ 5 ადამიანს, სასჯელის სახედ 6-თვიანი პატიმრობა, დეპორტაცია და 300 000 დირჰამის გადახდა შეეფარდათ.
CONFIRMED 🇦🇪 pic.twitter.com/FJ4ImGzdgz
— Real American Freestyle (@RAFWrestlingUSA) November 13, 2026