Belive

უსიკის წინააღმდეგ ბრძოლამდე ჯოშუა არაჩვეულებრივ ფორმაში შევიდა

1 წლის წინ სხვა
2 წთ

ენტონი ჯოშუა, 20 აგვისტოს ოლექსანდრ უსიკთან განმეორებითი მატჩის წინ, შესანიშნავ ფორმაშია. სულ რამდენიმე დღე დარჩა ბრიტანელისა და უკრაინელის განმეორებით შეხვედრამდე. AJ-მ სოციალურ ქსელში საკუთარი ვარჯიშის კადრები გაავრცელა. როგორც ჩანს, ჯოშუა რევანშის აღებას აპირებს. შეგახსენებთ, რომ ოლეკსანდრ უსიკმა ენტონი საკუთარ კედლებში, საკუთარი გულშემატკივრის წინ დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მიიღო.



თერთმეტი თვის შემდეგ, მოკრივეები კვლავ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. 40.000 ადგილიანი “Jeddah Superdome” ამ ბრძოლას შაბათს, 20 აგვისტოს, საუდის არაბეთში უმასპინძლებს. თავდაპირველად, ჯოშუასა და უსიკის ორთაბრძოლა მაისში, შემდეგ კი, ივლისში უნდა გამართულიყო, მაგრამ, მოლაპარაკებების გაჭიანურებამ კიდევ ერთხელ გამოიწვია ბრძოლის გადადება. უკრაინაში მიმდინარე ომმაც ბრძოლის გადადების გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა მოახდინა. ჯოშუას უკრაინელთან განმეორებით მატჩში გამარჯვების მოპოვება ძალიან სურს. ედი ჰერნმა, ჯოშუას პრომოუტერმა, განაცხადა, რომ მისი კლიენტი “შეპყრობილია” სტრატეგიებით და უამრავ ხერხს მიმართავს, რომ ეს ბრძოლა წარმატებით დაასრულოს. ბრიტანელის მხარემ თვეები დახარჯა იმისათვის, რომ AJ-მ მეორე ბრძოლაში გამარჯვება გაინაღდოს. გარდა ამისა, ჯოშუას ეყოლება ახალი სავარჯიშო გუნდი, ანხელ ფერნანდესთან ერთად, მის კუთხეში რობერტ გარსიაც იქნება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ეს ფოტო აშკარად აჩვენებს, რომ AJ სერიოზულად ფიქრობს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებაზე.

სხვა სტატიები