"უსიკმა იცის ვინ არის ის, ვისაც მისი დამარცხება შეუძლია" - ტაისონ ფიური
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
ოლეკსანდრ უსიკმა "უემბლიზე" გამართლ ბრძოლაში დენიელ დუბუა დაამარცხა. უკრაინელმა ეს მეხუთე რაუნდის ნოკაუტით მოახერხა და კოლექციას კიდევ ერთი ქამარი დაამატა.
ამ ბრძოლას ტაისონი ფიურიც გამოეხმაურა, რომელაც საინტერესო განცხადება გაავრცელა. "ბოშათა მეფის" თქმით, ისაა ერთადერთი, ვისაც უსიკის დამარცხება შეუძლია.
ყოჩაღ უსიკს! დუბუას წინააღმდეგ, რომელიც კარგი ახალგზარდაა, შესანიშნავი პერფორმანსი შემოგვთავაზა. ოლეკსანდრ უსიკმა იცის, რომ არის ერთადერთი კაცი, რომელსაც მისი დამარცხება შეუძლია. მე ეს ორჯერ შევძელი და მსოფლიომ ამის შესახებ იცის. მე სპარტელი ვარ და არ აქვს მნიშვნელობა სხვები რას ფიქრობენ, მე ეს ბრძოლები მოვიგე. - განაცხადა ტაისონ ფიურიმ
შეგახსენებთ, რომ ტაისონ ფიურის კარიერა დამთავრებული აქვს. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ "ბოშათა მეფეს" პროფესიონალურ რეკორდში ორი მარცხი აქვს და ორივე უსიკთან განიცადა.