Belive

ტაისონ ფიურისა და ოლეკსანდრ უსიკის ბრძოლა 6 მსაჯით?

1 თვის წინ სხვა
1 წთ

ტაისონ ფიურისა და ოლეკსანდრ უსიკის ბრძოლაში, რომელიც რამდენჯერმე გადაიდო, მსოფლიო მძიმე წონის ახალ უდავო ჩემპიონს იხილავს. ყველანაირი ეჭვის გაქრობისა და მაქსიმალური სამართლიანობისთვის, WBC-ის პრეზიდენტს, მაურისიო სულეიმანს სურს, რომ ბრძოლას ტრადიციულად 3 მსაჯის ნაცვლად, 6 არბიტრი მოემსახუროს. მან უკვე დაიწყო სასწრაფო პეტიციის შედგენა, რადგან ეს რადიკალური წინადადება მიღებულ იქნას.

ის, რაც გასულ კვირას ვნახეთ საუდის არაბეთში, კიდევ ერთი მაგალითი იყო იმისა, თუ რამდენად მყიფეა მსაჯის გადაწყვეტილებები. ისეთი დაპირისპირება, როგორიც ფიურისა და უსიკს შორის შედგება, აბსოლუტური სამართლიანობის გარეშე, კრივს დაასამარებს.

ბრძოლები, განსაკუთრებით ამ უმაღლეს დონეზე, იმსახურებს ამას და ამიტომ მე ახლა ამ წინადადებას ვუგზავნი ყველა აქციონერ ორგანოს, პრომოუტერებსა და მებრძოლებს, ეს უნდა იყოს ის, რაზეც ყველა ვთანხმდებით - განუცხადა სულეიმანმა Boxing Scene-ს

ფიური და უსიკი რინგზე გასვლას, საბოლოოდ, 18 მაისს აპირებენ. მათი თავდაპირველი ბრძოლის თარიღი, 23 დეკემბერი, მას შემდეგ გადაიდო, რაც ფიური MMA-ს ლეგენდის, ნგანაუს წინააღმდეგ ჩხუბს დათანხმდა. 17 თებერვლის შეთანხმება დაირღვა, რადგან ფიურიმ წარბთან დაზიანება მიიღო, ახლა, თუ რომელიმე მებრძოლი ისევ დაარღვევს დათქმულ დროს, მათ მოუწევთ თითქმის 8 მილიონი ფუნტი გადაუხადონ კონკურენტს.

ბრძოლა საუდის არაბეთში გაიმართება და პირველად Sky Sports-ს, TNT Sports-ს და DAZN-ს მაუწყებლობის უფლებები ექნებათ.