"უმარს უკეთესი დგომი აქვს და უბრალოდ მერაბის ჭიდაობის განეიტრალება მოუწევს" - მახაჩევი
მერაბ დვალიშვილის მომავალი ბრძოლა უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ იქნება. ქართველი ჩემპიონი საკუთარ ტიტულს პირველად დაიცავს.
ამ ბრძოლასთან დაკავშირებით MMA-ის გულშემატკივრებისა და ექსპერტების აზრი ორად არის გაყოფილი. ნაწილი მერაბისკენ იხრება, ნაწილი კი უმარი ჩემპიონობას წინასწარმეტყველებს.
საკუთარი თანაგუნდელის და ნათესავის გამარჯვებაში დარწმუნებული ისლამ მახაჩევი. მსუბუქი წონის ჩემპიონი თვლის, რომ უმარს გასამარჯვებლად მხოლოდ მერაბის ჭიდაობის გაჩერება მოუწევს.
მერაბი კარგია და იცის რა უნდა გააკეთოს. ის მაღალი დონის მებრძოლია მაგრამ, უმარი მეტად მშიერია. ამ ბრძოლაში გასამარჯვებლად მერაბის ჭიდაობის განეიტრალება საკმარისი იქნება. მე ვიცი როგორ შეუძლია უმარს ჭიდაობისგან თავის დაცვა და მჯერა მერაბს დაამარცხებს. ყველა დამეთანხმება, რომ უმარს უკეთესი სტრაიკინგი აქვს. ჟოზე ალდომ მერაბის ჭიდაობის განეიტრალება შეძლო, თუმცა, მისი ასაკისა და კონდიციებიდან გამომდინარე ადვილად დაიღალა. უმარი ახალგზარდაა, მეტად მშიერი და ყველაფერი აქვს რომ ჩემპიონი გახდეს. - განაცხადა ისლამმა დიმიტრიუს ჯონსონთან საუბრისას
📊Islam Makhachev breaks down Merab Dvalishvili vs. Umar Nurmagomedov.
— MMA.PROS.PICK (@MMAPROSPICK) January 7, 2025
"Umar has better striking... and he just needs to stop Merab's wrestling. José Aldo stopped his wrestling, but his condition, being older, made him tired. However, Umar is young and very hungry.'
via:… pic.twitter.com/BmtqcXgvqO
მერაბისა და უმარის ბრძოლა 19 იანვარს გამთენიისას დაიწყება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ისლამიც იმავე საღამოს დაიცავს ქამარს. მისი მოწინააღმდეგე არმან ცარუკიანი იქნება.