ხორხე კლიმენტი: "ალექსანდრეს შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ მოიგებს"
2 კვირის წინ
სხვა
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, ალექსანდრე თოფურია ვოლკანოვსკის თანაგუნდელს უპირისპირდება, რომლის კუთხეში თავად "ვოლკიც" იქნება. თოფურიების მწვრთნელმა ვოლკანოვსკის წინააღმდეგ კუთხეში ყოფნა ნამდვილ ბრძოლას შეადარა.
ალექსანდრეს წინა ბრძოლა ჩაიშალა და ძალიან გვიხარია, რომ ასეთ დიდ ღონისძიებაზე ვიბრძვით. ეს დაპირისპირება მხოლოდ ალექსანდრეს და კოლბის გამო არ არის საინტერესო. აქ საქმე ვოლკანოვსკის და ილიას დუელსაც ეხება.
ჩემი აზრით, ვოლკანოვსკის წინააღმდეგ კუთხეში ყოფნა ნამდვილ ბრძოლას გავს. მაგრამ, ნამდვილი ჩხუბი ალექსანდრესა და კოლბის შორის შედგება. მე ალექსანდრეს შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ მოიგებს. - განაცხადა ხორხე კლიმენტმა
ალექსანდრე თოფურიას დებიუტი UFC-ში 9 თებერვალს შედგება. მისი მოწინააღმდეგე დაუმარცხებელი კოლბი სიქნესი იქნება, რომლის რეკორდი 7-0 არის. ჩხუბი სიდნეიში არის ჩანიშნული და თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.