Belive

"ბოლო რაუნდებში მერაბი უმარს აუცილებლად გატეხავს" - ალექს ვოლკანოვსკი

6 საათის წინ სხვა
1 წთ

ქვემსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა ალექს ვოლკანოვსკიმ UFC-ის მომავალი ღონისძიება განიხილა. ბუნებრივია 'ვოლკმა' ყურადღება მთავარ ბრძოლებზე გაამახვილა, სადაც თანამთავარი ბრძოლა მერაბისა და უმარი ჩხუბია. ავსტრალიელი ჩემპიონი თვლის, რომ დვალიშვილი ამ ბრძოლაში გამარჯვებას შეძლებს.

ჩემი აზრით, უმარს შეუძლია მერაბის ზეწოლას გაუძლოს და ძალები აღიდგინოს. თუმცა, მას ასეთი სახის ზეწოლა ჯერ არ გამოუცდია. ბოლო რაუნდებში მერაბი მას აუცილებლად გატეხავს. მიუხედავად იმისა, რომ დვალიშვილი ამ ჩხუბში ფავორიტი არ არის, მაინც ვთვლი რომ ის მოიგებს. უმარს გამარჯვების ბევრი გზა აქვს, მერაბს კი მხოლოდ გადაწყვეტილება. ჩემთვის წარმოუდგენელია დვალიშვილმა ნურმაგომედოვი დააფინიშოს. ჩემი აზრით, სრულიად სამართლიანია რომ მერაბი აუთსაიდერია. უმარი მისთვის, საბრძოლო სტილიდან გამომდინარე, ძალიან რთული მოწინააღმდეგეა. - განაცხადა ქვემსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ჩხუბის 19 იანვარს, გამთენიისას დაიწყება.

სხვა სტატიები