"უმარს ჯერ სატიტულო ბრძოლა არ დაუმსახურებია" - დვალიშვილის მწვრთნელი
3 თვის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქამარს დაეუფლა და ქართველი ჩემპიონების რიცხვი ორამდე გაზარდა. ტიტულისთვის ბრძოლაში მერაბმა შონ ო'მალი დაამარცხა.
დვალიშვილის მომავალ მოწინააღმდეგედ უმარ ნურმაგომედოვი განიხილება. დანა უაითმა განაცხადა, რომ ო'მალისა და მერაბს შორის გამარჯვებულს სწორედ ის შეხვდებოდა. ამ აზრს ბევრი სკეპტიკურად შეხვდა. Spoertskeeda-სთან საუბრისას დვალიშვილის მწვრთნელმა განაცხადა, რომ უმარი ჯერ სატიტულო შანსს არ იმსახურებს.
უმარის გვარი საკმაოდ წონიანია. უმსახურებს თუ არა სატიტულო ბრძოლას? არა, ჯერ არა. დეივსონ ფიგერედოსთან ბრძოლა ძალიან მომწონს, მერაბსაც ხიბლავს ეს აზრი. მას ძალიან უნდა, რომ ყველა ყოფილი ჩემპიონი დამარცხებული ჰყავდეს. საბოლოოდ, რასაც UFC ეტყვის მერაბს იმას გააკეთებს. ის ისეთი მებრძოლი არ არის, რომელიც რაიმე სახის სირთულეს გაურბის. ჩემი აზრით, უმარმა ძალიან მალე მიიღო საჩემპიონო შანსი მაგრამ, ვიცით ეს ბიზნესი როგორ მუშაობს.
ჩემი აზრით, მერაბმა ცოტა უნდა დაისვენოს. საქართველოში უნდა დაბრუნდეს და მომენტით ისიამოვნოს. ჩემი აზრით, დაბრუნებისთვის იდეალური თარიღი იანვარი ან თებერვალი იქნება. - განაცხადა ჯონ ვუდმა
როგორც მერაბმა არაერთ ინტერვიუსას აღნიშნა, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ იქნება მომავალი მეტოქე. ის უმარისთვის მზად არის. თუმცა, დვალიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ფიგერედო ამ შანსს მეტად იმსახურებს.