Belive

"3 ოქტომბერს ოპერაციას ვიკეთებ" - შონ ო'მალი მერაბ დვალიშვილს პასუხობს

2 კვირის წინ სხვა
1 წთ

შონ ო'მალი მერაბ დვალიშვილთან დამარცხების შემდეგ უკან არ იხევს და ხან ამბობს, რომ ბრძოლა მისი გამარჯვებით დასრულდა, ხან კი რევანშის შესაძლებლობას ითხოვს. გუშინ მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა სადაც შონს განმეორებითი დაპირისპირება შესთავაზა, გთავაზობთ მერაბის პოსტს, ამის საპასუხოდ კი შონ ო'მალიმ ბრძოლის ვერ გამართვის მიზეზიც დაასახელა.

მერაბ დვალიშვილის პოსტი:

შონი იმდენად დარწმუნებულია, რომ მომიგო მინდა ნახოს ისევ როგორ დავამარცხებ. უმარ ნორმაგომედოვს თავიდან არ ვიცილებ, ო'მალისთან რემატჩის შემდეგ შევხვდები ნებისმიერს, ვისაც UFC წინ დამიყენებს - მერაბ დვალიშვილის პოსტი სოციალურ ქსელში

საპასუხოდ შონ ო'მალიმ მერაბ დვალიშვილს ეს დაუწერა:

3 ოქტომბერს ოპერაციას ვიკეთებ. ერთი ბარძაყით გებრძოლე და გცემე. 1,3,5 რაუნდები მე მოვიგე. მე ვარ ჩემპიონი. ჯერ უმარს ეჩხუბე. - შონ ო'მალის პასუხი მერაბ დვალიშვილის პოსტზე

სხვა სტატიები