"დიდი ალბათობით 2025 წელს ვიჩხუბებ" - ჯონ ჯონსი
3 კვირის წინ
სხვა
1 წთ
იუთუბერ The Schmo-სთან ინტერვიუსას ჯონ ჯონსმა მისი დაბრუნების შესახებ ისაუბრა. ლეგენდარული მებრძოლი დიდხანს დასვენებას არ აპირებს და 2025 წელს საქმეში ჩაერთვება.
მე და UFC მოლაპარაკებებს ვმართავთ. ვსაუბრობთ იმის შესახებ თუ რა შეიძლება მოხდეს. მე უკვე დავბრუნდი დარბაზში და ვვარჯიშობ. მე ნებისმიერი შესაძლებლობისთვის მზად ვიქნები. დიდი ალბათობით, 2025 წელს ვიჩხუბებ. - ამბობს ჯონ ჯონსი
🚨 Jon Jones says he’s currently in negotiations with the UFC for his next fight, and says he WILL be fighting in 2025 “more than likely” 👀
— Championship Rounds (@ChampRDS) November 24, 2024
🎥 @TheSchmo312 #UFC #MMApic.twitter.com/gyzLxJOS17
შეგახსენებთ, რომ ჯონმა ბოლო ბრძოლაში სტიპე მიოჩიჩი დაამარცხა, რომელთანაც ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ჯონსის ორი სავარაუდო მეტოქე ჰყავს - ალექს პერეირა და ტომ აპსინალი.