"უმარი განსაკუთრებულია" - ხაბიბ ნურმაგომედოვი
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
19 იანვარს მერაბ დვალიშვილი ჩემპიონის ტიტულს პირველად დაიცავს. მისი მოწინააღმდეგე უმარ ნურმაგომედოვი იქნება, რომელსაც კარიერაში მარცხი არ აქვს.
როგორც მოგეხსენებათ, უმარი ხაბიბის ბიძაშვილის და ახლა უკვე მისი მწვრთნელიც. ლეგანდარული მებრძოლი დიდი ხანია "ახალგაზრდა არწივს" ამზადებს. ხაბიბი ამბობს, რომ უმარი განსაკუთრებულია და მის ჩემპიონობაში ეჭვიც არ ეპარება.
UFC 311 ჩვენს კარიერაში ყველაზე დიდი საღამოა. როცა UFC-მ უმარს კონტრაქტი გაუფორმა, მათ გააანალიზეს თუ რამდენად კარგია ის. ნამდვილად მჯერა რომ ჩემპიონი გახდება და ტიტულს მრავალჯერ დაიცავს. ის განსაკუთრებულია. - განაცხადა ხაბიბმა
უმარმა ბოლო გამარჯვება კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ მოიპოვა და სწორედ ამის შემდეგ გახდა ქამრის პრეტენდენტი.
რაც შეეხება მერაბს, მან ქამარი ო'მალისთან ბრძოლაში მოიპოვა და მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა.